თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ისრაელის მიერ „პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას,“- ამის შესახებ თურქული მედია წერს. „პალესტინელების ხოცვა-ჟლეტა გაგრძელდება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დასჯის ისრაელს სანქციებით,“- განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, პაპის გზავნილებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული სამყაროსა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის.