პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს 11 პალესტინელი ემსხვერპლა

15 მაისი 2021, 15:10 896 ნახვა

პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარ შეტაკებებს 11 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პალესტინელები აცხადებენ, რომ ისინი აღშფოთებულები არიან ისრაელის ბოლოდროინდელი ქმედებებით იერუსალიმსა და ღაზაში და მათ დასავლეთის სანაპიროს ქალაქებში, ჰებრონსა და ნაბლუსში საპროტესტო აქციები გამართეს.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ "ძალადობრივი წინააღმდეგობის" შედეგად მინიმუმ 9 ადამიანი დაშავდა, როდესაც ხელისუფლებამ ჩაატარა ოპერაცია იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც ძალადობის წაქეზებაში არიან ბრალდებულები. ქალაქ კაფრ კანაში კი, სადაც ისლამური მოძრაობის ლიდერის მოადგილე დააკავეს, სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და ცეცხლი გაუხსნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი