გაერო-ს უშიშროების საბჭო კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს

14 მაისი 2021, 11:52 1245 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროში ნორვეგიის მისიაში განაცხადეს. როგორც მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა, რომელიც ნორვეგიამ, ჩინეთმა და ტუნისმა მოითხოვა, კვირას გაიმართება. ამასთან, გაერო-ში აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი სოციალურ ქსელში წერს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელსა და ღაზაში არსებულ მდგომარეობაზე კვირას იმსჯელებს. შეგახსენებთ, ნორვეგიამ, ჩინეთმა და ტუნისმა თავდაპირველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის 14 მაისს გამართვა მოითხოვეს, თუმცა შეერთებულ შტატებს მისი სამშაბათამდე გადადება სურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი