ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა - ორი ადამიანი გარდაიცვალა

12 მაისი 2021, 17:41 39012 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორი გარდაიცვალა.

დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი