მიწის საკუთრების აღიარება ჩვენს რეგიონში კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. მამა-პაპისეული ნაკვეთის დაკანონებისთვის ადამიანები კომისიის გადაწყვეტილებას თვეობით ელოდებიან.
მაჭახლის ხეობაში აშენებენ საოჯახო სასტუმროებს, რესტორნებს და აწყობენ სხვადასხვა ტიპის მეურნეობებს. თუმცა, სარგებლობაში არსებული ნაკვეთების დაკანონებას ვერ ახერხებენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ამ დროისთვის 400-ზე მეტი განაცხადი აქვს შესასწავლი.