თურქეთში საკარანტინო ზომები მკაცრდება

04 მაისი 2021, 17:38 1087 ნახვა

თურქეთში 7 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის  მიზნით დამატებითი შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

იკრძალება ყველა პროდუქციის გაყიდვა, პირველადი აუცილებლობის ნივთების გარდა, მათ შორის ქსელურ სუპერმარკეტებში.

დამატებითი ზომები შემოდის ალკოჰოლის აკრძალვასთან დაკავშირებით.  იკრძალება ელექტრონიკის, საკანცელარიო ნივთების, პარფიუმერიის, ტანსაცმლისა და სხვა კატეგორიის ნივთების გაყიდვა. 

29 აპრილიდან 17 მაისამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს ეხება და უცხოელ ტურისტებზე არ ვრცელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში