ვიქტორია ნულანდი ბლინკენის მოადგილედ დაინიშნა

30 აპრილი 2021, 17:34 596 ნახვა

ამერიკელი დიპლომატი ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს დაიკავებს. მისი კანდიდატურა აშშ-ის კონგრესმა ერთხმად დაამტკიცა.

59 წლის ნულანდის კანდიდატურა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განსახილველად თებერვალში დააყენა. ვიქტორია ნულანდი 2011-2013 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

2013-2017 წლებში კი ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტი ეკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში