ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი

28 აპრილი 2021, 20:10 794 ნახვა

13 ოპოზიციონერი ლიდერი ავრცელებს განცხადებას, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან.  შეთანხმების დოკუმენტის თანახმად  „ქართულმა ოცნებამ“  ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.

შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების  განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

დღეს ოპოზიციამ ამინისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა და მისი შინაარსი ცნობილია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი