მე-10 მოწვევის პარლამენტში ბოიკოტ შეწყვეტილმა ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა დღეს დაიწყო, რასაც თავად პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისაკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. პარლამენტში რეგისტრაცია დღეს 107-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომათა დარბაზში, თავისუფალი "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატებისთვის განკუთვნილი სავარძლებია. დეპუტატების ახალმა შემადგენლობამ ამნისტიის კანონზეც უნდა იმსჯელოს, ისინი დღესვე ელოდებიან გიორგი რურუას გათავისუფლებას. სამ საათზე მეტია პლენარული სხდომა მიმდინარეობს.