კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მატების გამო, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სადღესასწაულო დღეებში სამდღიანი კარანტინი გამოაცხადა. 23 აპრილს თურქეთში ეროვნული დამოუკიდებლობისა და ბავშვების დღე აღინიშნება. "კომენდანტის საათის" პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა სახლების დატოვებას 10:00-დან 17:00-მდე მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში, ექიმებთან ვიზიტების მიზნით და ძაღლების გასასეირნებლად შეძლებენ. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 61 ათას 967 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 362 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.