დიდი ბრიტანეთი რუს და ჩინელ ჯაშუშებს ქვეყნიდან გააძევებს

19 აპრილი 2021, 17:37 765 ნახვა

ლონდონი მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის   ახალ კანონს ამზადებს. დოკუმენტის მიხედვით, ყველა იმ პირს, ვინც გაერთიანებულ სამეფოში სხვა ქვეყნების სახელით მუშაობს, დარეგისტრირება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდება. 

ახალ კანონპროექტს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 11 მაისს წარადგენს  პარლამენტში. ამას გარდა, ლონდონი განაახლებს კანონს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომელიც ასევე ამოქმედდება იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ბრიტანეთის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრას უცხოეთიდან ცდილობს. მათ შორის იქნებიან ჰაკერებიც

ბორის ჯონსონი ამ ზომების მიღებას რუსეთისა და ჩინეთის ქმედებების გამო აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში