„სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოდგენილ განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს - გიორგი ვაშაძე

19 აპრილი 2021, 16:44 899 ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ დოკუმენტში ძალიან კარგი ფუნდამენტია ჩადებული იმისთვის, რომ  დიდი გამარჯვებები მოიპოვონ.

მისივე შეფასებით ეს არის ობიექტური დოკუმენტი, შემოთავაზებული ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

"მე მათ ვენდობი, მათი და საქართველოს მოქალაქეების თვალითაც გადავხედოთ ამ ყვლაფერს, რომელთა უმრავლესობასაც უნდა შეთანხმება. პროცესი დაიძრა და არ მგონია ამის წინააღმდეგობა სწორი იყოს"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი