ევროკავშირისა და აშშ-ს განცხადება

18 აპრილი 2021, 18:25 161 ნახვა

აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტულად  წერია, რომ დღეს  შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს პარლამენტის ყველა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი. 

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: "თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად. აქვე ნათქვამია, რომ ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში