ისრაელი მაისის ბოლოდან აცრილი ტურისტების მიღებას აანონსებს

13 აპრილი 2021, 17:54 1064 ნახვა

23 მაისიდან ისრაელი  კოვიდვაქცინირებული უცხოელი ტურისტების ჯგუფების მიღებას დაიწყებს. ტურიზმის მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა  უცხოური ქვეყნებიდან ვაქცინირებული ტურისტების მიღების პროგრამის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს -  ნათქვამია უწყებებს შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტში. 

8 მარტის შემდეგ ისრაელში ჩასვლა ნებადართულია  მხოლოდ  იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ისრაელის  მოქალაქის მეუღლე ან მშობელია,  პროფესიული სპორტსმენებისთვის, რომლებიც  შეჯიბრებაში მონაწილეობენ,  იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

შეზღუდვა კოვიდ-19-ის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში