''ნაციონალური მოძრაობის'' განცხადება

05 ნოემბერი 2016, 00:00 3613 ნახვა

''ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ლიდერების წინააღმდეგ და ივანიშვილის გარიგების შესახებ,  ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო''- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტია მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველს, რომლებმაც გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღეს. ''ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, დემოკრატიული, მრავალპარტიული საქართველოსთვის, სადაც ყველაფერი არ იმართება ერთი ადამიანის, მიერ, სადაც დასავლური ფასეულობები, განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და თავისუფალი ეკონომიკა შეუქცევადად და მყარად დამკვიდრდება''-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი