ნორვეგიის მთავრობის მეთაური კოვიდრეგულაციის დარღვევისთვის დაჯარიმდა

09 აპრილი 2021, 17:38 1070 ნახვა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სულბერგი კოვიდრეგულაციის დარღვევის გამო 20 ათასი კრონით დააჯარიმეს.  ამის შესახებ ნორვეგიული გაზეთი „დაგბლადეთი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე, რომელიც ამავე საქმეზე გადიოდა,  ჯარიმას გადაურჩა. ნორვეგიის პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც  ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ სულბერგი და მისი ნათესავები პრემიერ-მინისტრის 60 წლის იუბილის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. დაპატიჟებული სტუმრები, რომელთა რაოდენობა  კოვიდრეგულაციით შეზღუდულია, ათზე მეტი იყო. 

ამის შემდგომ პრემიერმა ოფიციალურად მოიბოდიშა და განაცხადა, რომ  მის  წინააღმდეგ გამოძიებას აბსოლუტურად ნორმალურად მიიჩნევს  და ჯარიმას გადაიხდის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში