9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას ქობულეთში პატივი მიაგეს 

09 აპრილი 2021, 14:55 1084 ნახვა

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მერიის და საკრებულოს წევრები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

შეკრებილებმა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

ქობულეთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 9 აპრილის მემორიალის მოსაწყობად, გასულ წელს 22 740 ლარი დაიხარჯა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი