ეუთომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 57 დარღვევა დააფიქსირა. უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55, ლუგანსკში კი - 2 დარღვევა დააფიქსირა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მისიის 7 აპრილის მოხსენებაშია აღნიშნული.