 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ქობულეთში კიდევ ორი სკოლა დაიხურა. ხვალიდან მოსწავლეების სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ეპიდემიოლოგებმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს.
ხუცუბნის საჯარო სკოლაში კოვიდი მასწავლებელს დაუდასტურდა. მე-2 საჯარო სკოლაში კი მეშვიდე კლასის მოსწავლეს.
ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის, მადონა გოგიტიძის განმარტებით, ჯამში ქობულეთის მუნიციპალიტეტში ექვსი სკოლა დაიკეტა, მათ შორის ოთხი დღეს.
კორონავირუსის შემთხვევების გამო 6 აპრილს აჭარაში 5 სკოლა და ერთი ბაღი დაიხურა.
ქობულეთის სკოლებში, პედაგოგებს სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.

 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            