პოლიგონს ავღანეთში დაღუპული სამხედროს სახელი მიენიჭა

01 აპრილი 2021, 17:39 1004 ნახვა

სიმონეთში მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე პოლიგონს მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. ის მე-3 ქვეით ბრიგადაში 2005 წლიდან მსახურობდა. ჰელმანდის პროვინციაში 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური 2010 წელს სნაიპერის ტყვიით დაიღუპა.

მუხრან შუკვანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი