30 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან

31 მარტი 2021, 20:03 1312 ნახვა

30 წელი რეფერენდუმიდან.  დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის დღეა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ხმა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა.

საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დასრულდა. ზვიად გამსახურდიამ სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე, უკვე 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1991 მაისში ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა. დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს 82 წელი შეუსრულდებოდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში