იტალია რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

31 მარტი 2021, 15:49 759 ნახვა

იტალიის ხელისუფლება ქვეყნიდან რუს სამხედროს აძევებს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გაზეთ კორიელა დელა სერას ინფორმაციით, ამ ადამიანის  დიპლომატური სტატუსი იტალიელ სამართალდამცველებს მისი დაკავების უფლებას არ აძლევს.  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია,  რომში შეისწავლეს დაკავებული სამხედრო მოსამსახურის იურიდიული სტატუსი, რათა განესაზღვრათ, რა სახის სამართლებრივი  ღონისძიების ჩატარება შეიძლებოდა მის წინააღმდეგ.  იტალიელი გამომძიებლების მონაცემებით,  რუსი სამხედრო მოსამსახურე არა მხოლოდ იტალიის არამედ ნატოს შესახებ საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული.  დღეს დილას ცნობილი გახდა, რომ  იტალიის სპეცსამსახურებმა ორი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს -რუსი და იტალიელი ჯაშუშობის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში.  ისინი იმ დროს დააკავეს, როცა იტალიელი რუსს თანხის სანაცვლოდ დოკუმენტებს გადასცემდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი