დასახლება მისამართის გარეშე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებლები აბონენტადაც ვერ რეგისტრირდებიან და პრობლემა აქვთ სასწრაფო დახმარების გამოძახების დროსაც.
მოსახლეობა დამისამართებას 2016 წლიდან ელოდება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. სახლებს მისამართი არ აქვთ, მაგრამ ამ დასახლებებში განაშენიანება აქტიურად მიმდინარეობს.