პუტინი ვაქცინაციის გვერდით ეფექტებზე

29 მარტი 2021, 15:40 1034 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ მცირე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა.  ამის შესახებ რუსული მედია წერს. ”ვაქცინაციის შემდეგ მეორე დილით გავიღვიძე და კუნთებში მცირე ტკივილი ვიგრძენი. თერმომეტრი ავიღე და სიცხე გავიზომე... ტემპერატურა ნორმალური იყო ”, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, იგი ინექციის ადგილას მცირე ტკივილსაც გრძნობდა.  ვლადიმერ პუტინი კორონავირუსზე 23 მარტს აიცრა, თუმცა სვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მას აცრა საჯაროდ არ გაუკეთებია. პუტინმა არ დააკონკრეტა, სამი რუსული ვაქცინიდან, რომელი პრეპარატით აიცრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში