მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად 13 მილიონამდე ადამიანს უტარდება

27 მარტი 2021, 20:05 876 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 140 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 518 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 13 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ვაქცინების ყველაზე მეტი - 136.6 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, 91 მილიონი დოზით, მესამე ადგილზე კი ევროკავშირია, სადაც ამ დრომდე ვაქცინების 65 მილიონი დოზაა გამოყენებული.. პროცენტულად კი ყველაზე კარგი მაჩვენებელი ისრაელშია აქ მოსახლეობის ნახევარზე მეტმა უკვე ვაქცინის ორი დოზა გაიკეთა პირველი დოზა კი ფაქტიურად ყველას აქვს გაკეთებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში