ევროკავშირის ლიდერები: ვაქცინაცია კრიზისის დაძლევის გადაუდებელ საშუალებად რჩება

26 მარტი 2021, 12:44 987 ნახვა

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროპაში ვაქცინების წარმოების გაზრდას და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას ხელს შეუწყობენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია „ასტრაზენეკამ“ ვაქცინის სხვა ქვეყნებში გატანამდე ევროკავშირთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები უნდა შეასრულოს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის მიერ ვაქცინის ექსპორტზე კონტროლის დაწესების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ სამიტმა ბლოკის "გულუბრყვილობის დასასრულს" გაუსვა ხაზი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ვაქცინებით არა მხოლოდ საკუთარ თავს ამარაგებს, არამედ მსოფლიოში ექსპორტსაც ახორციელებს. შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ონლაინ სამიტზე გუშინ შეიკრიბნენ და კორონავირუსის პანდემიიდან გამოსავლის ერთობლივ გზებზე იმსჯელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი