ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გაზრდის შესახებ საუბრობს ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში. მისი თქმით, გაიზარდა კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვი, ასევე ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. „სიტუაცია შემაშფოთებელია, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტების რიცხვმა იმატა. „ბრიტანული ვარიანტი“ ახლა დომინანტური შტამია, რომელიც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ცირკულირებს“, - განაცხადა ევროკომისარმა. მისივე თქმით, ამის საპასუხოდ, კომისიამ განაცხადა, რომ იგი ამკაცრებს ევროკავშირში დამზადებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტის წესებს.