სუეცის არხთან გემების “საცობია”

24 მარტი 2021, 15:39 3894 ნახვა

400 მეტრის სიგრძისა და 59 მეტრის სიგანის კონტეინერმზიდმა, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხზე გადაადგილება დაბლოკა. ამის შესახებ არხის ადმინისტრაცია იუწყება. კონტეინერმზიდის მფლობელი კომპანიის განცხადებით, 23 მარტს ქვიშის ქარიშხლის  შედეგად   გაუარესებული ხილვადობის გამო გემმა  კურსს გადაუხვია და მეჩეჩზე დაჯდა. მის მოხსნას ამჟამად 8 ბუქსირი ცდილობს. სუეცის არხთან „საცობში“ 100-ზე მეტი გემი დაგროვდა. 193-კილომეტრიანი სუეცის არხი ერთმანეთთან ხმელთაშუა და წითელ ზღვებს აკავშირებს. იგი მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საზღვაო- სავაჭრო მარშრუტია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი