ქედაში, სოფელ დოლოგანში, მდინარის ადიდების შედეგად ტრაქტორი წყალში აღმოჩნდა. მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე ინერტული მასალის ამოსაღებად მუშაობდა.
სავარაუდოდ ტრაქტორს ნაწილი გაუფუჭდა, რის გამოც ნაპირიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.