აზერბაიჯანი 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს

22 მარტი 2021, 15:49 700 ნახვა

აზერბაიჯანში დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ვაქცინაციის მსურველმა მოქალაქეებმა რეგისტრაცია სპეციალურ საიტზე უნდა გაიარონ. ამ დროისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის 482 ათას 664 დოზაა გამოყენებული. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩინური კომპანია სინოვაკის ვაქცინით 18 იანვრიდან დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი