ხულოში, სოფელ ყინჩაურში შაინიძეების მრავალსულიანი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. ხანძარმა ერთსართულიანი ხის სახლი მთლიანად გაანადგურა.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ.