უმრავლესობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - კრისტიან დანიელსონის განცხადება

19 მარტი 2021, 00:31 1033 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.

კრისტიან დანიელსონის განხადებით, რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა და ის ასრულებს მედიაციას თბილისში, ხვალ კი ბრიუსელში გაემგზავრება.

"ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში, როგორც პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, რომ ევროკავშირს მედიაციის როლი შეესრულებინა. ევროკავშირმა და აშშ-მ დიდი სამუშაო გასწიეს, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. 

პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და მთელი ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში, ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუქნტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო.

მე დავბრუნდები დილით ბრიუსელში და მოვახსენებ ყველაფერს პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“,-აცხადებს დანიელსონი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში