აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს

18 მარტი 2021, 13:03 784 ნახვა

მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ  განაცხადა, რომ ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში გამოიძახეს, რათა შეერთებული შტატებისა და რუსეთის მომავალი ურთიერთობები განიხილონ. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის  მარია ზახაროვას განმარტებით, მთავარი მიზანი იმ გზების გამონახვაა,  თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს რუსეთ-ამერიკის რთული ურთიერთობა, რომელიც მათისი მოსაზრებით  ვაშინგტონმა ბოლო წლებში ჩიხში შეიყვანა.  გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“ .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი