უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მანდატების შეჩერების საკითხი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება

16 მარტი 2021, 11:48 1026 ნახვა

დადგება თუ არა დღის წესრიგში აჭარის უმაღლესი საბჭოს  ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი, დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგება შესაძლოა, მანდატების გაუქმების საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას. თუმცა პროცესი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისსა და ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრების გამო კანონით გათვალისწინებულ 15 დღიან ვადას ისინი მაქსიმალურად იყენებენ.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში