ქვეთაცვენის პრობლემა სინდიეთში

12 მარტი 2021, 20:03 1198 ნახვა

სინდიეთში მცხოვრებლები სოფელში ქვათაცვენის შეჩერებას ითხოვენ.  ადგილობრივები ირწმუნებიან რომ  კლდიდან ქვების ცვენა ბზის გახმობის შემდგომ  გახშირდა. ისინი კლდეზე დამცავი ბადეების მონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათი მტკიცებით,  აღნიშნულ ლოკაციაზე არ ფიქსირდება ქვათა ცვენა, შესაბამისად ავტომობილების გადაადგილებას დაბრკოლება არ ექმნება.

ადგილზე განთავსებულია სიჩქარის შემზღუდავი და უსაფრთხოების საგზაო ნიშნები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში