ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში მოქალაქეები შეიჭრნენ

10 მარტი 2021, 11:57 3582 ნახვა

ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში მოქალაქეები შეიჭრნენ.

ისინი ფართების გადაცემას ითხოვენ და აცხადებენ, სოციალურად დაუცველები არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

 სიტყვიერი დაპირისპირება იყო, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იატაკზე ხურდები დაყარა და განაცხადა, რომ მისი შემოსავალი სულ ეს იყო.

"რამდენიმე დღეა საჭმელიც არ მიჭამია. სად მაქვს ფული, აი თქვენ ნამათხოვრები ფულები", "ვირთხები დარბიან ჩვენს საცხოვრებელში 5 წელია, აგვიხსენით, ვისაც ხელფასი არ გვაქს და ვერ ვმუშაობთ იმას დახმარება რატომ არ ეკუთვნის" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე სამართალდამცავები და ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული. 

"ეს პროგრამა გათვალისწინებულია ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის. ეს 4 კორპუსი აშენებულია მერიის პროგრამით და იქ არის მისი კრიტერიუმები. ოჯახს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ 15 წლის განმავლობაში იხადოს ამ სახლის გადასახადი" - განუცხადა მერის მოადგილემ შენობაში თვითნებურად შეჭრილ მოსახლეობას.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ არ შეიძლება ამ ფორმატით საკუთრების გადაცემაზე საუბარი. მათივე განმარტებით, მოქალაქეებმა განცხადება უნდა დაწერონ, შეისწავლიან  და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაკმაყოფილდებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი