ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა

09 მარტი 2021, 17:54 1252 ნახვა

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი გრეგ ჰანტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებიდან ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა ინფექციით, რომელსაც არ აკონკრეტებენ.  

ჰანტი ასტრაზენეკის ვაქცინით აიცრა.  მინისტრის ოფისში არ აღწერენ მის სიმპტომებს, მაგრამ ამბობენ, რომ ჰანტს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ და იგი  საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 

მანამდე  ავსტრიის ხელისუფლებამ  აცრილი პაციენტი ქალის გარდაცვალების შემდეგ კომპანია  ასტრაზენეკას ვაქცინის  ერთი პარტიის გამოყენება შეაჩერა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში