დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯშირში მატარებელში დანით შეიარაღებული პირები მგზავრებს თავს დაესხნენ, რის შედეგად 10 პირი დაშავდა. მათგან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა. მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 2 ეჭვმიტანილი დააკავა.
ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, თავდასხმის გარემოებებისა და მოტივის დასადგენად გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობს.