60 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო

09 მარტი 2021, 17:54 795 ნახვა

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო.  ქვეყნის მასშტაბით უკვე ათვისებულია 92 მილიონი დოზა ვაქცინა. მათ შორის, ორივე ინექცია უკვე მიღებული აქვს 30 მილიონზე მეტი მოქალაქეს.

ვაქცინას დღეში საშუალოდ ორ მილიონამდე ადამიანი იღებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი საინაუგურაციო დაპირება პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 100 მილიონი დოზა ვაქცინის ათვისება იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში