აქცია სტამბოლში

09 მარტი 2021, 11:58 773 ნახვა

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან ათასამდე ქალმა ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გამართა. ისინი აპროტესტებდნენ ხელისუფლების უმოქმედობას ქალთა წინააღმდეგ ძალადობაში მხილებული დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ტაქსიმის მოედანთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებსაც მოედანზე შესასვლელი ჰქონდათ გადაკეტილი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 2011-დან 2019 წლამდე პერიოდში ფემიციდის შემთხვევათა რიცხვი გაორმაგდა. ქალთა მკვლელობების მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს 51 ქალი მოკლეს, კიდევ 26 გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. თურქეთი ფემიციდის ოფიციალურ სტატისტიკას არ აწარმოებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი