თხილვანა, კომპენსაციები, გადაუჭრელი პრობლემა

08 მარტი 2021, 20:07 1569 ნახვა

ადგილს, რომელიც საფრთხის შემცველი ზონაა, ეკომიგრანტები თავიანთი სურვილით დაუბრუნდნენ. აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე სოფელ თხილვანაში მეწყერი რამდენჯერმე  ჩამოწვა, უსაფრთხოების მიზნითა და დამეწყრილი სოფლის დატოვების პირობით კი ყველა თხილვანელმა კომპენსაცია მიიღო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მამა-პაპისეულ მიწებს დაუბრუნდნენ.

კომპენსაციის მიღებამდე კი იყო მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, შეთანხმება და პირობა ორივე მხარისგან. თხილვანელები დარღვეულ პირობას იმით ხსნიან, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენის გამო დაბრუნდნენ საფრთხის ზონაში, თუმცა არავინ იცის ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ მეწყერი ისევ ჩამოწვება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი