გიორგი გახარიას გადადგომა გუნდისთვის არასასიკეთო, მისთვის კი საზიანო გადაწყვეტილებაა - თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 17:54 833 ნახვა

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა დამაზიანებელი იყო არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ თავად გიორგი გახარიასთვისაც.

თეა წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიას სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„გიორგი გახარიას გადადგომაზე მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე – ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, პირადად გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი