საბერძნეთმა „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა

04 მარტი 2021, 12:49 822 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის არსებული ტემპის გამო, ჯანდაცვის სისტემა ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თვალსაზრისით შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა. მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები. ასევე დღეიდან მკაცრდება გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები. საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 702 შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი