მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ზე დაყრდნობით, დასავლური მედია ავრცელებს. მიანმარის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს მასობრივად აკავებენ და სავარაუდოდ მათ წინააღმდეგ გადამეტებულ ძალას იყენებენ. ქალაქ იანგონში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა და აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მიანმარში მსხვერპლი ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ოფიციალურად არის დადასტურებული. გაერო მკაცრად გმობს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.