ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობით გაიხსნა ბათუმის საკრებულოს სხდომა, დეპუტატებმა თქვეს, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია. სხდომაზე, რომელსაც ენმ-ი არ ესწრებოდა, დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. 6,5 მილიონი ლარით იზრდება კაპიტალური პროექტების დაფინანსება. მიმდინარე წელს იგეგმება საზაფხულო თეატრის რეკონსტრუქცია რეაბილიტაციაც. სხდომაზე, ასევე, დაზუსტდა ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმი.