პროტესტის მეექვსე დღე ესპანეთში

22 თებერვალი 2021, 12:50 815 ნახვა

ესპანეთში დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეექვსე ღამეა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბარსელონაში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები, ქვები და ნაგვის ურნები ესროლეს. კატალონიის რეგიონალური პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ხუთი ადამიანი დააკავეს, დაშავდა ერთი პოლიციელი. Reuters-ი წერს, რომ აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით : "თქვენ გვასწავლეთ, რომ აზრი არა აქვს, ვიყოთ მშვიდობიანები". 32 წლის რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში რამდენიმე დღის წინ დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი