ხელისუფლება და ოპოზიცია მეხუთე რაუნდის მოლოდინშია. მხარეები დათმობაზე წასვლა არ აპირებენ, ისევ ისმის ბრალდებები ერთმანეთის მისამართით.
არსებობს თუ არ შეთანხმების შანსი მაშინ როცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნაციონალურ მოძრაობას დამნაშავე ძალად მიიჩნევს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სიძულვილის ენით საუბარი მათთვის მიუღებელია, მათი თქმით აგრესიული ტონი მოლაპარაკებების პროცესს ხელს შეუშლის.