სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა შენდება

21 თებერვალი 2021, 12:00 1492 ნახვა

სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა შენდება. პროექტის მიხედვით სამსართულიანი  ნაგებობა  350 მოსწავლეზეა გათვლილი.

შენობაში, 12 საკლასო ოთახი განთავსდება, იქნება ლაბორატორიები,  კომპიუტერული კაბინეტი,  ბიბლიოთეკა, კვების სივრცე, სპორტდარბაზი და 150 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი.პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში