ირანი ვაშინგტონისგან სანქციების მოხსნას ითხოვს

19 თებერვალი 2021, 17:56 881 ნახვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა ვაშინგტონს ანტიირანული სანქციების  გაუქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.  მანამდე აშშ-მა ევროკავშირის ეგიდით და საერთაშორისო შუამავლების „ექვსეულის“ მონაწილეობით ირანთან მოლაპარაკებების გამართვის ინტერესი გამოხატა.  

„გაეროს უშიშროების საბჭოს 22-31 რეზოლუციის შესასრულებლად აშშ-მა ყოველგვარი პირობის გარეშე ყველა სანქცია უნდა გააუქმოს, რომელიც  ტრამპმა აღადგინა და აამოქმედა.  ამ შემთხვევაში ჩვენ დაუყოვნებლივ გადავხედავთ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საქმიანობას - განაცხადა ზარიფმა.  იგი ასევე გამოეხმაურა ვაშინგტონის სურვილს გააუქმოს დონალდ ტრამპის განცხადება  ირანის წინააღმდეგ  სანქციების განახლების შესახებ.

ზარიფის თქმით,  თეირანი ეთანხმება იმას, რომ ტრამპის გადაწყვეტილება  არაკანონიერი იყო.  2015 წელს დადებული მოქმედებათა  ყოვლისმომცველი ერთობლივი  გეგმა  ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას  გულისხმობდა.

დოკუმენტმა სულ 3 წელი  იარსება.  2018 წლის მაისში აშშ-მა ამ დოკუმენტიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ განაცხადა და თეირანის წინაარმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში