აშშ ბელარუსის 43 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

19 თებერვალი 2021, 13:24 982 ნახვა

აშშ-მა ბელარუსის 43 მოქალაქეს, მათ შორის სასამართლოს მაღალჩინოსნებსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის მიერ მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო.სანქცირებული პირების სია არ საჯაროვდება, თუმცა, ცნობილია, რომ მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები არიან, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ასევე არიან მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ. დაწესებული სანქციის გამო, აღნიშნულ 43 პირს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი